“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე
კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, თენგო თევზაძე:
“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია. დისკუსიაო და ყველანაირ საჯარო დისკუსიაზე უარი თქვა.
არჩევნებში შესვლა გამოიწვევს:
1. პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას. ანუ ნორმალური იქნება დაჭერები, ჯარიმები, რეპრესიები, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. რეალურად საზოგადოების მოთხოვნა რაც არის მეორე პლანზე გადაიწევს. საპროტესტო ამომრჩეველში მოტივაცია შესუსტდება. 2. საერთაშორისო ზეწოლა შენელდება, მოხდება კრიმინალური არჩევნების გაკეთილშობილება და შეიქმნება კონკურენციის სიმულაცია. 3. ლელო და სხვა შესაძლო შემსვლელები ხელს შეუწყობენ ოცნების ლეგიტიმაციას, მთავარი კითხვა ექნება რეჟიმის პროპაგანდას “თუ ეს ხალხი გამყალბებელია ახლა რომ ჩაატარებს “სამართლიან” არჩევნებს შედეგს (ანუ მარცხს) აღიარებთ” ?
არ ითანამშრომლო რეჟიმთან !!!”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს