ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

დაბრუნება დიდ სპორტში – სამწლიანი პაუზის შემდეგ ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში „ბილ ფარელის” სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველი მძიმეწონოსანი, საქართველოს სახელით ტურნირის ჩემპიონი გახდა. პატარიძემ ფინალში ამერიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო.
ქართველი მოჭიდავე ამერიკაში რამდენიმე თვეა ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს. სპორტსმენის მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესში გასამართი ოლიმპიადაა, რომლისთვისაც მზადება დაწყებული აქვს. ზვიად პატარიძე საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებში ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფალავნად ითვლებოდა. ქართველთა შორის მას ყველაზე მეტჯერ – 6 ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და U23-ს შორის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.