ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამტრედია-აბაშის გზაზე, ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

სამტრედია-აბაშის გზაზე, ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

სამტრედია-აბაშის გზაზე, ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
“ტრაგედია ტრიალებს… დაღუპული 19 წლის ახალგაზრდაა… ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. გამძლეობა ოჯახს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ,სამტრედია- აბაშის მონაკვეთზე უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.