სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.
სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან “112”-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მომავლის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.
დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ