არქივი27 ივლისი 2025, 13:09
სამტრედიაში ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

სამტრედიაში ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი ადგილობრივი იყო.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს, 25 წლამდე მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.