არქივი5 თებერვალი 2025, 17:41
სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს სასამართლომ 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ისაკო დევიძე 1-ელ თებერვალს მისი სახლის ჩხრეკის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.