სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე პროცესზე შეუძლოდ გახდა – სასამართლო დარბაზში ექიმი გამოიძახეს

სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. დარბაზში ექიმი გამოიძახეს.

ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

როგორც “პირველების“ ჟურნალისტს სამოქალაქო აქტივისტის მეგობრები ეუბნებინა, მახარაძეს იზოლატორში ყოფნისას გულის წასვლის ორი ეპიზოდი ჰქონდა.

ნუცა მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბრალდება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ქალი აქტივისტი საზოაგდოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას და მის მეგობარს მაისში, საკუთარ სადარბაზოში თავს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ და წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს