სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი ახლობლების განცხადებით, ხარხელი გამრეკელის ქუჩაზე აიყვანეს.
პარალელურად, აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება