ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს რუსთაველზე აქციაა დააანონსა

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს რუსთაველზე აქციაა დააანონსა

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ [„ძლიერი საქართველო“, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“] 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსა.
„ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ [გაყალბების] სქემები. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ოპერაციაზე არჩევნების მოტაცებისთვის. მოვიპოვეთ სქემები, რომელიც დასტურდება ათასი ვიდეოფაილით. ვინც ჩართული იყო, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. შევიკრიბებით, ორშაბათს საღამოს, შვიდ საათზე“, – აღნიშნა საერთო ბრიფინგზე ანა დოლიძემ.
ელენე ხოშტარიამ კი თქვა, რომ ოპოზიცია საზოგადოების წარმომადგენლებს მიიწვევს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
„ეს იქნება შედეგებზე ორიენტირებული აქციები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.