სამი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი პოლიციამ დასახიჩრებული იპოვა

პოლიციამ სამი დღის წინ დაკარგული კაცის დასახიჩრებული ცხედარი იპოვა, წუხელ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის თემის ტერიტორიაზე, სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ.
ამავე სოფლის მკვიდრს, დაახლოებით 55 წლის მამაკაცს ზედა კიდურების ნაწილი აღარ ჰქონდა. პოლიციამ ცხედარი იმავე ღამეს ექსპერტიზაზე გადაასვენა. ახლობლების მტკიცებით, უკონფლიქტო კაცი მოკლულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამართალდამცველ უწყებაში ექსპერტიზის დასკვნაზე არაფერი უთქვამთ, თუმცა არსებობს ვერსია, რომ გვამი მხეცებმა დაასახიჩრეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.