არქივი23 ნოემბერი, 2023, 16:06
სამი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - დუბლინში, შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია.
მედიის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.