სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება

სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება
სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის, ნებისმიერ გუნდში საჭიროა განახლება და ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას.
„საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში და ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასულ დღეებში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის, ვგულისხმობ ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი, სწრაფი განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა