არქივი22 ოქტომბერი, 2024, 13:37
სამველ მანუკიანი - 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას - „ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლებში გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბარალეთის, იხტილას, მერენიას, დიდი და პატარა სამსარის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
„26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას“,- განაცხადა სამველ მანუკიანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.