არქივი5 ნოემბერი, 2025, 10:10
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და სენაკისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ბონდო ჯიქია, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბონდო ჯიქია სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა. იყო უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. გუბერნატორობამდე ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.