არქივი9 იანვარი, 2024, 18:55
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.