ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი მივიდნენ

სამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი მივიდნენ

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.