ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებული პირების, სათანადო პატივით დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე.
„სამების საკათედრო ტაძარში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება: 5 აგვისტოს 17:00 საათიდან და 6 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე.
ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებული პირების, სათანადო პატივით დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე. დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 6 აგვისტოს 15:00 საათზე, 4 იდენტიფიცირებულ პირს სამხედრო პატივით დაკრძალავენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.