ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. 1990-იან წლების შეიარაღებული მოქმედებებისას დაღუპულების იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.
17 მეომრის ნეშტს 7 დეკემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ სამხედრო პატივით, ხოლო 4 მებრძოლს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი ამოიცნეს და ოჯახებს გადასცეს.
"ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული. 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1 870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც დაკარგულად ითვლება, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს" - აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.