სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
დღეს, 9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ლურჯი საღებავი შეასხეს მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია სტალინი.
რამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. უცნობია, ვინ არის წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ხატმწერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ