სამართლის ხმა იყო მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა – კორძაია საარჩევნო დავაზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ეხმაურება საქალაქო სასამართლოს სხდომას, სადაც ოპოზიცია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნების შედეგებს ბათილობას ითხოვდნენ. სწორედ კორძაია იყო კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მის მიერ წარდგენილი 7 შუამდგომლობიდან მოსამართლემ არცერთი დააკმაყოფილა.
“გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა, რადგან მას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა წაკითხული. დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, 18:00 საათამდე აუცილებლად შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში, არა იმიტომ, რომ გვჯერა, რომ სააპელაციო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი ან რომელიმე განჩინებას გააუქმებს ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არამედ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაციისთვის, რათა ყველა მოსამართლემ აიღოს პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის განადგურებისათვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
გუშინ, 13 ნოემბერს, თითქმის 12 საათის განმავლობაში განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციური კოალიციების “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და “ძლიერი საქართველოს”, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელებს. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. თუმცა, მოსამართლემ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ივერი აბაშიძემ არ დააკმაყოფილა მათ მიერ მოთხოვნილი არცერთი შუამდგომლობა. მან უარი თქვა საქმეების გაყოფასა და ცალ-ცალკე განხილვაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს