სამართალმა უნდა იზეიმოს. ბიჭმა სიკვდილს ჩახედა თვალებში... - ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძეზე
ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში კოსტა სანიკიძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ და ბრალდებული პასუხისგებაში მიეცეს.
„სამართალმა უნდა იზეიმოს. ბიჭმა სიკვდილს ჩახედა თვალებში და მოვითხოვ, როგორც საჭიროა ისე მოიქცეს პოლიცია, გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემა და ა.შ. ეს ადამიანი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს და ვინც არ იცნობს იცოდეთ, რომ კაცი არის უძლიერესი, ძალიან თბილი და ერთგული. მიყვარს ეს ადამიანი“, – წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, კოსტა სანიკიძე 19 ნოემბერს გამთენიისას, საკუთარ სახლში დაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.