სამართალდამცველებმა 1107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

4
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში
ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდ ოდენობით – 1107 შეკვრა ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. ბიო.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს