სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყების განმარტებით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს