ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამართალდამცველებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი - 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს. „მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.