არქივი20 ოქტომბერი 2025, 15:38
სამართალდამცავებმა სომხეთის ქალაქ გიუმრის მერი დააკავეს

სამართალდამცავებმა სომხეთის ქალაქ გიუმრის მერი დააკავეს და მერიის შენობიდან გაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მანამდე, პოლიციასა და მერიის შენობასთან მერის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ცნობისთვის, სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.