არქივი19 ნოემბერი, 2025, 20:53
სამართალდამცავებმა სოლიდარობის მარშის ერთი მონაწილე დააკავეს

სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.
მას სავარაუდოდ, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
ამ წუთებში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.
სოლიდარობის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსთაველის გამზირია. ისინი პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.