სალონიკის კადეტთა ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასზე ძიუდოში საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ასპარეზობა 14 მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონობა იესო სამსიანმა (-73 კგ), ლუკა აბგაიძემ (-90 კგ) და ნიკოლოზ აფციაურმა (+ 90 კგ) იზეიმეს.
ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ფალელაშვილი (-60 კგ), ნიკა ბრეგვაძე (-66 კგ), გიორგი
მჭედლიშვილი (-73 კგ), ოთარ ჯაფარიძე (- 90 კგ) და მაია ღვალაძე (+70 კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები კი თორნიკე მდინარაძემ (-55 კგ), გიგი კეკვიაშვილმა (-66 კგ), გიორგი გეწაძემ (-73 კგ), ლუკა ბუზიაშვილმა (-81 კგ), თამარ გამიაშვილმა (-63 კგ) და ნია ქაფიანიძემ (+90 კგ) მოიპოვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.