სალომე ჩარკვიანი: მშვენივრად იყვნენ სახლში გამოკეტილი საბჭოთა კავშირში, მომინდომეს ახლა თანასწორუფლებიანი საზოგადოების შენება

„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამა სისხლიან ცხრა წელს შეიქმნა ნორვეგიის უდიდესი მხარდაჭერით. ზოგი რეფორმა მარტივად ჩატარდა ამ ქვეყანაში, ზოგი რთულად. ეს კი, იყო ურთულესი და ძალიან ხანგრძლივი შესასრულებლად.
მთელი ამ წლების განმავლობაში პროცესს მუდმივად უშლიდა ხელს არაკომპეტენტური მინისტრების ხშირი ცვლა, ნორვეგიის დაფინანსების შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების არაადეკვატურობა, სპეცმასწავლებლების განვითარების შეჩერება, სკოლებში კომპეტენტურობის ნაცვლად პარტიული ერთგულებით გამორჩეული მასწავლებლების დაფინანსება. ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი კი არსებობდა, სულს ღაფავდა, მაგრამ თითო ბავშვს მაინც გამოგლეჯდა ხოლმე ხელიდან უსამართლობას.
ამიტომ ძალიან ნათელი იყო, საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი. ჩეჩნეთში არავის სჭირდება განათლება და მით უფრო არ სჭირდებათ, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების განვითარება. მშვენივრად იყვნენ სახლში გამოკეტილი საბჭოთა კავშირში, მომინდომეს ახლა თანასწორუფლებიანი საზოგადოების შენება.
როცა ევროპულ კურსზე უარის თქმის დროს აღმოჩნდით ის უმადური მშობლები, თემის სპეციალისტები და სპეცმასწავლებლები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდით, რა გავლენას მოახდენდა თქვენზე ქვეყნის ცივილიზაციისგან ჩამოშორება, ახლა იწვნევთ საკუთარ შვილებზე და საკუთარ სამსახურებზე. სხვა მაინც არაფერი გადარდებთ ქვეყანაზე“ — წერს განათლების სპეციალისტი, სალომე ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს