სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს დარიო ლიგუტის შეხვდა.

შეხვედრაზე დეკარბონიზაციის შესახებ ისაუბრეს. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტრენინგების სახით სხვადასხვა დაინტერესებული უწყებებისთვის ხორციელდება.

საუბარი ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაციის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიაღის ეროვნული სააგენტო მინერალური რესურსების შესახებ კოდექსზე მუშაობს. ამ პროცესში გასათვალისწინებელი იქნება ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია და მეთოდოლოგია, რომლის დანერგვა საერთაშორისო დონეზე ხდება.

შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც სალომე ქურასბედიანმა აღნიშნა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია აქტიურად უჭერდა მხარს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოხატა მადლობა და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი იგორ ლიტვინიუკი და რეგიონული მრჩეველი ოლეგ ძიუბინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ