კახაბერ გულედანი - რეგიონული განვითარების ახალი მინისტრი.
2007 წლამდე ეროვნულ ბანკში მუშაობდა, თუმცა ფინანსური მაქინაციების გამო დაიჭირეს. 2010-2012 წლებში ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ სააგენტოში მუშაობდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე. 2012 წლიდან ოცნებას შეუერთდა.
გელა გელაძე - სუსის უფროსის ახალი მოადგილე.
ნაცების დროს, 2004-2012 წლებში, შსს-ში გამომძიებელი იყო, შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი გახლდათ. შემდეგ კრიმინალურ პოლიციაში განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. როცა ციხეებში ყველასთვის საძულველი ამბები ხდებოდა, მაშინ პრობაციაში მრჩეველის პოზიცია ეკავა. ხოლო, 2010-2012 წლებში განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
ირაკლი ბერაია - სუსის უფროსის ახალი მოადგილე.
2004 წელს პარლამენტში მოწვეული სპეციალისტი იყო. 2007 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გახლდათ. 2012 წელს „ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი გახდა. ამის მერე სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნა. 2024 წელს კი, დაზვერვის სამსახური ჩააბარეს.
ქოცების ბრძოლა ნაცებთან ნამდვილად შედეგიანია. არ ახარებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.