სალომე სიმონია: …ამ დროს, ციხეში გამოკეტილი, უდანაშაულო მასწავლებელი, ნინო დათაშვილი ანდერძს წერდა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ციხეში გამოკეტილ უდანაშაულო მასწავლებელს, ნინო დათაშვილს ანდერძი დაუწერია. გაუსაძლისი ტკივილები აქვს თურმე.
ალბათ მარტოხელობაში გამოზრდილ, აბიტურიენტ შვილს ეუბნება, უმაღლესი განათლება და თანაგრძნობის უნარი უმნიშვნელოვანესიაო, რადგან:
განათლების მინისტრმა გვითხრა, უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არისო. პრემიერმა – ადამიანების მიმართ ნული თანაგრძნობა გვაქვსო.
გუშინ ასეულობით ათასი დაიხარჯა მასწავლებლების გულის მოსაგებად. ათი მასწავლებელი 10,000 ლარით დააჯილდოვეს. 600,000 ლარი მხოლოდ ამ ღონისძიებაში დახარჯეს.
ლამაზად გამოწკეპილი მილიონერი დეპუტატები და მინისტრები თავს იწონებდნენ. უდიპლომო პრეზიდენტმა მასწავლებლებს ომახიანად მიმართა.
ამ დროს, ციხეში გამოკეტილი, უდანაშაულო მასწავლებელი, ნინო დათაშვილი ანდერძს წერდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა