არქივი7 აგვისტო, 2025, 13:21
სალომე სამადაშვილმა აჭარაში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აჭარაში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, 17 წლის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას ებრძვის „ქართული ოცნება“ და მათი, როგორც პროევროპული პარტიის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, იქნება უკომპრომისო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.