სალომე სამადაშვილი: შიში რა ოხერია, როგორ ეშინიათ უვიზო რეჟიმის გაუქმების

“შიში რა ოხერია, როგორ ეშინიათ უვიზო რეჟიმის გაუქმების” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, “ქართული ოცნებისგან” წამოსული “ტყუილების კორიანტელიც” სწორედ იმას ემსახურება, რომ საკუთარი ამომრჩეველი უვიზო რეჟიმის დაკარგვისთვის მოამზადონ.

შიში რა ოხერია, როგორ ეშინიათ უვიზო რეჟიმის გაუქმების. 

მთელი ეს ტყუილების კორიანტელი, რომელსაც ვუსმენთ, ერთ მიზანს ემსახურება, ვინც შერჩათ კიდევ მომხრეები, მოამზადონ, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვა ვინმე სხვისი ბრალია და არა რეჟიმის. 

კარგია, რომ ამ კომისიის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ, თორემ ცრუ ჩვენებების მიცემაც დასჯადია. მაგრამ იმდენი სხვა დანაშაულისთვის მოუწევს ამ ხალხს პასუხისმგებლობის აღება, რომ წულუკიანის კომისია რა მოსატანია…” – წერს სალომე სამადაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია