სალომე სამადაშვილი – „ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის, რაც დღეს ხდება, ეს არის არალეგიტიმური პროცესი. რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაამტკიცოს ეს კანონი, რამდენჯერაც არ უნდა უყარონ კენჭი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რობოკოპებისა და მთელი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციის პირობებში უწევთ საკუთარი დეპუტატების შემოპარება, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. ამ კანონს თუ მიიღებენ და დაამტკიცებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან არამხოლოდ ეს სამარცხვინო რუსი დეპუტატები, რომლებიც დღეს რუსულ დავალებას ასრულებენ, არამედ, ფაქტობრივად მთელი მთავრობაც. საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული მთავრობა ნიშნავს არალეგიტიმურ მთავრობას და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სწორედ დემოკრატიული პროცესით ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია