სალომე სამადაშვილი – მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება – ის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და კრიტიკულად აფასებს რუსულ კანონს

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, სინამდვილეში კი „დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს „რუსულ კანონს“ და მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ განცხადებებს აკეთებს – ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
სიმართლე სხვაა – ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად და საუბრობს დემოკრატიულ გამოწვევებზე საქართველოში.
ამიტომ არ უჭერს მხარს დოკუმენტს რუსული დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე ჯერ ისევ საქართველოს სახელით საუბრობს ამ ფორუმზე“,- აცხადებს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა