ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სამადაშვილი - ვიწყებთ 2-დღიან კონფერენციას ბრიუსელში, ხვალ მექნება მოხსენება ჩვენს რეგიონზე

სალომე სამადაშვილი - ვიწყებთ 2-დღიან კონფერენციას ბრიუსელში, ხვალ მექნება მოხსენება ჩვენს რეგიონზე

ვიწყებთ ორდღიან კონფერენციას ბრიუსელში, ხვალ მექნება მოხსენება ჩვენს რეგიონზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წერს და თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
სამადაშვილის განცხადებით, დღეს მოხსენებით გამოვა ანდრიუს კუბილიუსი, რომელსაც ისტორიული მისია აქვს ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის ახალი პოლიტიკის განსაზღვრაში.
„ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და მომავალი. ვიწყებთ ორ დღიან კონფერენციას ბრიუსელში, ხვალ მექნება მოხსენება ჩვენს რეგიონზე. დღეს მოვუსმენთ ევროკომისარ კუბელიუსს, რომელსაც ისტორიული მისია აქვს-ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის ახალი პოლიტიკის განსაზღვრაში“, - წერს სალომე სამადაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.