სალომე სამადაშვილი – არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში

მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ევროპაც დააწესებს“.
„არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. თქვენ ნახეთ, მათ შორის, მოწოდებები ევროპარლამენტში, რომ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ამ ხელისუფლების არაღიარების აქტი როგორც ეს ხდება დღეს ამერიკის კონგრესში. თქვენ ნახეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ დროა, ევროკავშირმაც მიიღოს ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, დამატებითი რეპრესიები და კანონის ფეხქვეშ გათელვა,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან