სალომე სამადაშვილი – ამერიკა რჩება ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას – ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება

ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის, ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამდაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება Politico – ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.
დეპუტატი განმარტავს, თუ რატომ დააყენა კონგრესმა ერთდროულად საქართველოს მთავრობის სანქცირებისა და ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი.
„რატომ გადაწყვიტა ამერიკის კონგრესმა ერთდროულად დააყენოს მთავრობის სანქცირების და საქართველოს ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი?
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა გასული დღეები თავგასულად საუბრობს იმაზე, რომ „მეგობრები არ ასანქცირებენ“. ესაა კლასიკური რუსული პროპაგანდის ხაზი.
ახლა, ამერიკის პოზიცია ნათელია-ქართველ ხალხს ამერიკამ არა თუ ნაკლები, არამედ მეტი დახმარება უნდა შესთავაზოს, თუ დემოკრატიული პროცესი არ შეფერხდება.
ანუ ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა-დაისჯება.
ესაა „მეგოვრობის აქტის“ შინაარსიც და გზავნილიც, – წერს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია