სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა, სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება

სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა, სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება
არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, – ამის შესახებ პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
იგი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელების გაცილების დღეს, როდესაც სიტყვითაც გამოვიდა.
იონათამიშვილი უკიდურესად მიუღებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს, ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის პარალიმპიელების სახელის გამოყენებას.
„არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელბისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და, რაც მნიშვნელოვანია – თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის.
ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. თუ დისკრიმინაციად მიაჩნდა ეს და ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი მისი მხრიდან, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ, ასევე, იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.
მისი “ლოგიკით”, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება. რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა.
და ბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარალიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-სთვის აქტიურად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხისმგებლო!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ