სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის სადამკვირვებლო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს, რომლის თქმითაც თითოეული ადამიანი უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია.
მისივე თქმით, მას სადამკვირვებლო საკითხები არ აწუხებს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს და ამ კარგი დაკვირვების შედეგად რა დასკვნებს გამოიტანს ეს იქნებ გვითხრას. თუმცა, არ გვეტყვის, რადგან თვითონაც თანამონაწილეა ამ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას “ნაცმოძრაობის” გეგმები“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე