ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილს ალბათ სურდა ევროსაბჭოში ზელენსკის მსგავსად დაეკრათ მისთვისაც ტაში, თუმცა ამის ნაცვლად მას ცარიელი დარბაზი შერჩა

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის ორი კვირაღა დარჩა, ევროსაბჭოში სიტყვით, პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში გამოვიდა“, – ამის შესახებ მედიასთან დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი.
„სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი და იქ ტყუილების კასკადი გამართა. მას ალბათ სურდა ზელენსკისთვის მიებაძა იმ მხრივ, რომ როგორც ზელენსკის დაუკრეს სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეხზე ადგომით ტაში, მასთანაც ასე მომხდარიყო, თუმცა, ამის ნაცვლად შერჩა ცარიელი დარბაზი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.