არქივი2 დეკემბერი, 2025, 22:39
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ OPCW-ს, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა OPCW-ს, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ მიმართა.
კერძოდ, მიმართვის ადრესატები არიან: ელჩი ფერნანდო არასი - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი; ვოლკერ თურქი - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი; მაიკლ ო'ფლაერტი - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.