ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით გადასცა

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.
პრეზიდენტმა პრემიერის წარდგენის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებს ევრო2024-ზე მიღწეული წარმატება მიულოცა:
,,სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავადადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრებს მე მინდა რომ თქვენი სახელით ერთობის სახელით რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო რომელსაც გადავცემ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ გზა მათი გამარჯვებების იყოს უსასრულო, თქვენი სახელით“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.