ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათო და ეკრანიდან გაუჩინარდა

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათო და ეკრანიდან გაუჩინარდა
გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, – ასე ეხმიანება პრეზიდენტის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, ცოტა დაგვემუქრა და ეკრანიდან გაუჩინარდა.
“გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი.
კიდევ რაღაც რაღაცები თქვა, რაც მე თარჯიმნის გარეშე კარგად ვერ გავიგე, თავისებურად ჩაიღიმ-ჩაიცინა ესაო, ისაო, მგონი ცოტა დაგვემუქრა კიდეც….ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, დანარჩენს მოგვიანებით გეტყვითო და ეკრანიდან გაუჩინარდა…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.