სალომე ზურაბიშვილი 10:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 10:00 საათზეა ჩანიშნული.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მოუწოდა, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და დააანონსა, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.
„მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!