არქივი21 დეკემბერი, 2024, 22:53
სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს - მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის შეურყეველ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევრო-ატლანტიკური გზა პოლიტიკური და დემოკრატიული საშუალებით: ახალი არჩევნებით!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია”.
ზურაბიშვილი ჯო უილსონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის შეურყეველ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევრო-ატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული საშუალებით: ახალი არჩევნებით!“ - წერს ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.