სალომე ზურაბიშვილი: ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის

“რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი-რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა.
მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა.
100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის.
100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის.
რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა : ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…)…
მეორე მხარეს კი ღირსებაა თუნდაც წყლის ჭავლის ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), უკიდეგანო სამშობლოს ერთგულება , რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე – და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ესეიგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს … საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია !
იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისათვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები.
ამათ ტყუილა არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს “ტიტუშკები” დარბიან ქალაქში შიში რომ დათესონ!
ამ დროს კი ქალაქი დგას!
უკვე 100 დღეა!
და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება