ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი

ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას.
„ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.