ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე იგეგმება.
„გრძელდება ის ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ინსტიტუციაში დასაქმებული თანამშრომლების, თავად ქალბატონი პრეზიდენტის ინფორმირებას იმ ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრისა და ყველა სხვა მომავალ არჩევნებზე.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიგვეწოდებინა მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების, ზოგადად, იმ ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელსაც ინსტიტუცია დღეს ამომრჩეველთა სერვისების მიმართულებით ახორციელებს. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა დემონსტრირება მოგვეხდინა ამ აპარატების და თავად პრეზიდენტმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში",-განაცხადა კალანდარიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.