სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას – ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება

ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპისა და ევროკავშირის რეაქცია ძალიან ჩუმი იყო. თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, დღეს იმავე ქვეყანას რუსეთის ორბიტისკენ მიათრევენ, ავტორიტარული ტაქტიკის საცდელ მოედნად აქცევენ და ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი არ არის და ევროპული გამოწვევის ნაწილსაც წარმოადგენს.
„ეს გამოწვევაა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუკი საქართველოში დემოკრატია შეიძლება განადგურდეს ერთ წელიწადში, სამი ათწლეულის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ რას ამბობს ეს დემოკრატიის მდგრადობაზე? თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ სიგნალს ვგზავნით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ ისინი იმოქმედებენ. ქართველები წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს